|
2020-03-20 10:39:53, 4196 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიანა ენდელაძე ახალ ინფიცირებულზე - რომელ კლასტერთან არიან დაკავშირებულნი ჯერ არ ვიცით, რადგან ახალი პაციენტები არიან
"რომელ კლასტერთან არიან დაკავშირებული ჯერ არ ვიცით, იმიტომ, რომ ჯერ ახალი პაციენტები არიან", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარიან ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინფიცირებულები ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებიან. "დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ესენი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულნი.ვერ გეტყვით ზუსტად ამ ეტაპზე რომელი კლასტერიდან არიან, იმიტომ, რომ მათი ეპიდანამნეზის შესახებ, ეპიდემიოლოგიური ანალიზი ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი კლასტერიდან არის, ან ახალი შემთხვევა არის თუ არა. დანარჩენი, რაც შეეხება ჩვენ სკლინიკაში მმოტავსებულ 31 პაციენტს მათი მდგომარეობა სტაბილურია და არიან მსუბუქი საშუალო და მძიმე შემთხვევები, მაგრამ ყველა სტაბილურად არის. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც 86 წლის გახლავთ, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, საყურადღებო, ასაისა და თანმხლები დაავადების გათვალისწინებით, მგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას. ესენი უკვე სხვა კლინიკაში არსებული პაციენტები არიან და დადასტურდა, თუ არ ვცდები ბოჭორიშვილის კლინიკიდან არიან", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)