|
2020-03-19 13:50:18, 1529 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერია იაპონიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსის ,, ჩვენ და სუფთა გარემო" გამარჯვებული გახდა. ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში უეჰარა ტადაჰარუმ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, იაპონიის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას გრანტის სახით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს 68500 (სამოცდარვაათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალეტი ლარში, რაც ითვალისწინებს სანდასუფთავების სერვისების გაუმჯობესებას მუნიციპალიტეტში. პროექტის ბიუჯეტით შეძენილი იქნება ნაგავმზიდი ავტომობილი და ნაგვის კონტეინერები. ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც დიდწილად წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტში სისუფთავისა და ნარჩენების სწორი მართვის მექანიზმების დანერგვას. საგრანტო პროექტში ასობით განაცხადი შევიდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მუნიციპალიტეტებიდან. სასიხარულო ფაქტია ის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კონკურსის გამარჯვებული გახდა “,- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. პროექტს ცალსახად სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია და ითვალისწინებს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული დარგები კი მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებს მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, რაც სრულად აღმოფხვრის ინფექციის გავრცელების მიმართულებით რისკებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)