|
2015-08-06 16:35:18, 5433 ნახვა
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტაციაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინაციის სამსახურის უფროსმა გიორგი როინიშვილმა და მხარის გუბერნატორი ლევან შონიამ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, პროექტების განხილვას გუბერნიის ადმინისტრაციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და მხარის მუნიციპალიტეტების გამგებელები ესწრებოდნენ. ედიშერ თოლორაიას განმარტებით, 2015 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე მე–7 გზის აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „2015 წლის იანვრიდან დღემდე შეკეთდა და ახალი, უმაღლესი ხარიხის ასფალტის საფარი დაიგო სოფლების: ურთის, უჩაშონის,ჭითაწყარის, ინგირის, ცაცხვის გზებზე. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო ტყაიის ადმინისტრაციული ერთეულის გზაზე.გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რიყის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა“, - აღნიშნა თოლორაიამ. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად, მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები. ამავდროულად, განხილულ იქნა რეგიონში სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)