23:27 - 16 Aug, 2026
|
2020-03-18 11:44:30, 8796 ნახვა
ომი უკრაინაში
ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაყვანილ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, გუდაურის შემთხვევასთან კავშირი არ აქვთ.
მისი თქმით, გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ რამდენიმე პირს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
„ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა, რამდენიმე პირი იქნა ჩვენთან შემოყვანილი სადიაგნოსტიკოდ. მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინე სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ იყო ნეგატიური პასუხი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტურისტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტურისტებს ინფექცია უცხოეთში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდათ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, გუდაურის შემთხვევასთან კავშირი არ აქვთ.
მისი თქმით, გუდაურიდან ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ რამდენიმე პირს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
„ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა, რამდენიმე პირი იქნა ჩვენთან შემოყვანილი სადიაგნოსტიკოდ. მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინე სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ იყო ნეგატიური პასუხი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტურისტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტურისტებს ინფექცია უცხოეთში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)