|
2020-03-17 16:47:48, 9763 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 46 პაციენტიდან, რამდენიმეს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველა პასუხი უარყოფითია
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი, რომელთაგან რამდენიმეს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, დღეს კლინიკას 2 პაციენტი დატოვებს. „ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან გაუქმდა საკარანტინე ზონა და დავიწყეთ პაციენტების მიღება. ამ 46 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმეს, ვისთანაც იყო ჩვენება ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და ყველა შემთხვევაში მოვიდა უარყოფითი პასუხი. ყველა მათგანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. დღეს კლინიკას დატოვებს 2 დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტი, რომლებსაც გაუვიდათ ყველანაირი ვადა და არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური ნიშნები. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. ჩვენთან გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს ტესტირება არ ჩატარებიათ, რადგან არ იყო ტესტირების ჩატარების ჩვენება. გუშინ, ეს ტესტირება ჩაუტარდა 7 ადამინს, ცხელების ზომის მიხედვით. დღეს კიდევ 3-ს ჩაუტარდება ტესტირება. იმ 7 ადამიანის პირველადი პასუხები არის ნეგატიური, რაც ჩვენც ძალიან გვახარებს. ამ სამის პასუხები კი როგორც კი ცნობილი გახდება მოგახსენებთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)