|
2020-03-12 18:04:47, 10007 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის გამო, პროკურატურა მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ პროკურატურის დანაყოფებში მისვლისგან
საქართველოს პროკურატურა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს მოქალაქეებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ პროკურატურის დანაყოფებში მისვლისგან. მათ შეუძლიათ განცხადებები და მათთვის საინტერესო საკითხები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნონ მისამართზე kancelaria@pog.gov.ge, ხოლო თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა იქნება, განცხადებები დატოვონ პროკურატურის შენობებში სპეციალურად განთავსებულ ყუთებში. ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა შეასრულონ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები. როგორც ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, პროკურატურის შენობებში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც მომავალში გაგრძელდება. მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მიეცემათ დისტანციურად მუშაობის საშუალება, ხოლო მაღალი რისკის მქონე თანამშრომლები გადავლენ თვითიზოლაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)