20:43 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 23:42:13, 13361 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე Covid19-ით ინფიცირებულ 8 ახალ პაციენტზე - მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად კორმალურია. ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულებს ძირითადად კავშირი ჰქონდათ იტალიაში მოგზაურობის ისტორიის მქონდე პაციენტებთან.

დღეს ერთდროლად ყველაზე მეტი, 8 შემთხვევა გვქონდა სამწუხაროდ. 8 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.ასევე დადებითი იყო მე-9, მაგრამ მას განმორებით ჩაუტარდა კვლევა, ანუ ადამიანი ვინც ვიცოდით რომ იყო ინფიცირებული, იცით რომ სამ-ოთხ დღეში ერთხელ ვიმეორებთ ხოლმე ტესტს და განმეორებით ისევ პოზიტიური იყო პასუხი. ეს რვა გახლავთ ახალი. აქედან 5 არის ერთი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ნომერ მეორე პაციენტთან, რომელიც თებერვალში დადასტურდა ქვეყანაში. მათ ერთად იმოგზაურეს იტალიაში. ისინი თითქმის 14 დღის განმავლობაში გახლდნენ კარანტინში, დაუფიქსირდათ სიმპტომები, ახლა გაკეთდა სინჯები და აღმოჩნდა, რომ დადებითები არიან. მათი მდგომარეობა ნორმალურია, გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. ერთი არის მეექვსე პაციენტი დაკავშირებულია მეორე იტალიურ მლასტერთან. 2 დაკავშირებულია იტალიასთან მოგზაურობასთან, მაგრამ ისინი ინფექციურში არ არიან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics