10:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 13:15:38, 2499 ნახვა

სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილი - პარლამენტის მიერ არჩეულ არც ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია არ გააჩნია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ არჩეულ არც ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

მისი თქმით, კონსულტაციებს, რომლის ფორმატიც არ არის განსაზღვრული, ოფიციალური დატვირთვა ვერ ექნება.

„დამერწმუნეთ, რომ ერთსაათიან კონსულტაციებს, რომელსაც დღის წესრიგიც კი არ აქვს და ფორმატიც კი არ არის განსაზღვრული, ვერ ექნება ვერანაირი ოფიციალური და სერიოზული დატვირთვა, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ შენიღბონ თავისი მზაკვრული გეგმები და თითქოს ჩართულობა აჩვენონ იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან უზენაეს სასამართლოში, თითქოს ისინი ამ პროცესში არიან მონაწილეები.

არც ერთ იმ მოსამართლეს, რომელიც დეკემბერშია არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ არ აქვს ლეგიტიმაცია და უფლება იმისა, რომ ან იყვნენ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ან რომელიმე მათგანმა უხელმძღვანელოს სასამართლო სისტემას და იყოს სამართლიანობის სახე“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.  

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს უზენაეს სასამართლოში კონსულტაცია გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics