|
2020-03-10 12:44:21, 2301 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ჩვენს წინააღმდეგ საქმე არც უნდა დაწყებულიყო და თუ კიდევ უნდათ, რომ შეინარჩუნონ სახე, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს
„წარმომიდგენია რა დღეში არიან, იყვნენ და იქნებიან მოქალაქეები ეს სისტემა რომ დარჩეს, ამიტომ მას ძირფესვიანად შევცვლით არჩევნების შემდეგ“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათ წინააღმდეგ დაწყებული საქმე დიდი ხნის წინ უნდა შეწყვეტილიყო. „ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც დაიწყო წელიწად ნახევარია ჩვენს წინააღმდეგ. სამწუხარო რეალობაა, რომ ქართული პროკურატურა არის ჯიბის პროკურატურა ისევე როგორც სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ზოგადად არ ეღირსა სამართალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ ადამიანის უფლებები იქნება დაცული. მე ჩემ თავზე მიწევს ამ აბსურდის მოსმენა და ამ საქმეში მონაწილეობა, ამ მგონილი საქმის მოსმენა. წარმომიდგენია რა დღეში არიან, იყვნენ და იქნებიან მოქალაქეები ეს სისტემა რომ დარჩეს. ამიტომ მას ძირფესვიანად შევცვლით არჩევნების შემდეგ. ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო დიდი ხნის წინათ, არც უნდა დაწყებულიყო და მინდა ხმამაღლა განვაცხადო, თუ კიდევ უნდათ რომ შეინარჩუნონ რაღაც სახე, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)