|
2020-03-08 12:40:51, 17060 ნახვა
ევროპის ამბები
ლევან ლორთქიფანიძე- ვერც ერთი კაცი ვერ გადმოსცემს იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც საქართველოს ქალები ცხოვრობენ
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში 8 მარტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით საქართველოში ქალების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ამის გადმოცემას ვერცერთი მამაკაცი ვერ შეძლებს. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს ყველაზე უარესი ისაა, რომ ქალების გასატეხად ამ ქვეყანაში ისევ ქალებს იყენებენ, მაგალითად კი თამთან თოდაძის ამბავი მოჰყავს, როდესაც ის დეპუტატ ილია ჯიშარიანს ძალადობაში ადანაშაულებდა ბევრმა ქალმა გააკრიტიკა და მატყუარა უწოდა. "ვერც ერთი კაცი ვერ გადმოსცემს იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც საქართველოს ქალები ცხოვროვენ. მაღალკვალიფიციური ქალები ემიგრაციაში დაბალანაზღაურებადი შრომით ცდილობენ სამშობლოში დარჩენილი ოჯახების გამოკვებას; 90-იანი წლებიდან ნათესავების რჩენის ვალდებულება მეტწილად ქალებს დააწვათ კისერზე; ქალებს სამსახურის დაკარგვის შიშით დაორსულების ეშინიათ; მიზერულია დეკრეტული ანაზღაურება; სახელმწიფო არ ზრუნავს ქალთა ჯანმრთელობაზე; ყველასგან შეუმჩნეველი რჩება ქალთა საშინაო შრომა და მისი ენით აღუწერელი, განსაკუთრებული მნიშვნელობა მთელი საზოგადოებისთვის; ღარიბ და დაუსაქმებელ ხალხში წარმოქმნილი აგრესიისა და ძალადობის მთელი ტალღა სწორედ ქალებს ატყდებათ თავს; "სილამაზის სტანდარტები" ქალთა თავისუფალი დროს უკანასკნელ წუთებსაც კი იმორჩილებს; სექსუალური შევიწროვება ნორმად არის ქცეული, ქალებს ისე ვერ ჩაუცვამთ, როგორც სურთ, რათა ვიღაცა ხეპრემ და დაუკმაყოფილებელმა არ გაიწიოს მათზე. და მაინც, ისინი სწავლობენ, მუშაობენ, ძლიერდებიან ! ნამდვილი სასწაულია. იმედია, ოდესმე ადამიანური არსებობისთვის სასწაულების აღსრულება აღარ იქნება საჭირო! ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ქალების გასატეხად, კიდევ უფრო მეტად დასაჩაგრად კვლავ ქალებს იყენებენ ხოლმე. ხემ ხომ თქვა, ცული რას დამაკლებდა, მასში ჩემი ნაწილი რომ არ იყოს გარეულიო. თამთა თოდაძის შემთხვევა ხომ გახსოვთ ?! ჰოდა, Tamta აბა, შენ იცი! შენი წარმატება სისტემაზე გამარჯვებას ნიშნავს! 8 მარტს უპირველესად სწორედ შენ მახსენდები და ღმერთს შენს ძლევამოსილებას ვთხოვ!" - წერს ლევან ლორთქიფანიძე.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)