18:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 17:24:28, 4079 ნახვა

რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით და აგრარული საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-მეთოდისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები “გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებში”, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგების ცნობიერების ამაღლებასა და, შედეგად, სასწავლო პროცესებში გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგების ფარგლებში ძირითადი ყურადღება ახმეტის მუნიციპალიტეტში მიწის დეგრადაციის პრობლემასა და მინდვრის გადაწვის მავნე პრაქტიკაზე გაამახვილეს. აგრარული სფეროს გამოწვევებთან ერთად, ყურადღება დაეთმო ისეთ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხი სოფლად და მისი დაბინძურების გამომწვევი მთავარი მიზეზი-ფოთლების დაწვის მავნე პრაქტიკა, ბიომრავალფეროვნების კარგვა და კლიმატის ცვლილება. თეორიულ ნაწილთან ერთად, ტრენინგები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა და მასწავლებლები და აღმზრდელ-მეთოდისტები აქტიურად ჩაერთვნენ გამართულ დისკუსიებში. მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები და სხვა სასწავლო მასალები, რომელთა გამოყენებასაც სწავლებისას შეძლებენ.

გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების საგანმანათლებლო პროცესებში ინტეგრირების მიზნით ტრენინგები დაგეგმილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლებისთვისაც. ტრენინგების ფარგლებში სულ 200-მდე მასწავლებლის გადამზადებაა დაგეგმილი.

ტრენინგების შემდგომ ეტაპზე, გადამზადებული პედაგოგები და აღმზრდელ-მეთოდისტები სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში ჩაერთვებიან და შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვისას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics