08:36 - 31 Jul, 2026
|
2020-03-02 22:45:04, 1702 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
კორონავირუსთან დაკავშირებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები. „ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება ყველა სერვისცენტრის, მათ შორის, მერიის მოქალაქეთა მისაღების სადეზინფექციო სამუშაოები. მუნიციპალური სივრცეები, სადაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, იქნება სათანადო წესით დამუშავებული“, - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა. სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ყოველდღიურად ტარდება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)