09:25 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 14:34:39, 1435 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით დაინფიცირებული „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის შვილს COVID-19 არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი კლინიკური კვლევა ჩაუტარდა და უკვე თავისუფალია.

„განსაკუთრებული ინტერესი იყო და მინდა გიპასუხოთ ჩვენი თანამემამულის შესახებ, რომელსაც გუშინ დილას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია და მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები. მათ შორის ოჯახის წევრებთან, მისი შვილი წევს იაშვილის კლინიკაში. 2 საათზე დამთავრდა მისი კლინიკური კვლევა და შვილი თავისუფალია. მას არ აქვს კორონავირუსული ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, 28 თებერვალს კორონავირუსული ინფექცია საქართველოს მოქალაქე 31 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics