|
2015-01-26 13:46:20, 2246 ნახვა
სამართალი
სუს-ის შენობაში თამაზ ჭაღალიძის საქმეზე მერაბ ღოღობერიძეს კითხავენ
სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის შენობაში, ბათუმის მერობის ყოფილ კანდიდატს მერაბ ღოღობერიძეს, სირიაში მებრძოლი ქართველი მუსლიმის თამაზ ჭაღალიძის საქმეზე კითხავენ. დაკითხვა რამდენიმე საათია გრძელდება. როგორც ღოღობერიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას კითხვები სავარაუდოდ იმ მიმოწერასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც მან გაასაჯაროვა. მერაბ ღოღობერიძეს თამაზ ჭაღალიძესთან მიმოწერა მას შემდეგ ჰქონდა, რაც ჭაღალიძემ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ტექსტი გაავრცელა. „დაკითხვაზე რამდენიმე დღის წინ დამიბარეს. ჩაღალიძის ყველა მეგობარი ბათუმში დაკითხეს, თუმცა ჩემთვის გაურკვეველია, თუ რატომ ჩამომიყვანეს აქ, სუს-ის შენობაში დასაკითხად. გამოძიებას სავარაუდოდ კითხვები იმ მიმოწერასთან დაკავშირებით ექნება, რომელიც მე გავავრცელე. აღნიშნული მიმოწერა მას შემდეგ მქონდა ჩაღალიძესთან, რაც მან მუქარის შემცველი ტექსტი გაავრცელა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამაზ ჭაღალიძესთან ვმეგობრობდი“, - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ISIS-ის ქართველი მებრძოლის თამაზ ჭაღალიძის განცხადებაზე გამოძიება 15 იანვარს დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 330-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას, ან სხვაგვარ მიწოდებას ამ კოდექსის 323-ე–330-ე, 3302 და 3311 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს წარმოშობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ჭაღალიძემ მიმართვა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გაავრცელა. „ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს მწარედ ინანებთ თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)