|
2015-08-02 14:13:48, 2102 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მღებრიშვილი და კახიშვილი პატიოსანი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანები არიან
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის შეფასებით, გიორგი მღებრიშვილი და კახი კახიშვილი ძალიან წარმატებული მინისტრები იქნებიან. კალაძე მათ ახალ თანამდებობეზე გადასვლას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. "ორივეს ნამდვილად გულწრფელად ვულოცავ. ეს თანამდებობები მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ისინი მართლაც ღირსეული, პატიოსანი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალები არიან. ვფიქრობ, წარმატებული მინისტრები იქნებიან",-განაცხადა კახი კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. ამ დრომდე მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)