09:23 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 11:37:48, 993 ნახვა

საზოგადოება
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია“, - ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ აქვს.

„ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დღესაც სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს. ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევა, გუშინდელი კვლევებითაც სიტუაცია სტაბილურია,  ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ აქვს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუს საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა,  რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics