12:11 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 17:34:23, 1974 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

„ჩვენ  უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური  პოლიტიკა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ინვესტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაცია და მაღალი ნდობა, რისთვისაც საჭიროა რეფორმების გაგრძელება.  

 „როდესაც ვსაუბრობთ, რომ რეიტინგი გაგვიუმჯობესდა, ეს ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების ან სხვადასხვა პოპულისტური ზეწოლის დროს, ხელისუფლება აღმოჩნდა მდგრადი მოკლევადიანი სტრესის მიმართ და ჩააბარა ე.წ. სტრეს ტესტი. ამ ყველაფერს მოსდევს შესაბამისი ნდობა და რეპუტაცია. სწორედ ამის თანმდევია ინვესტიციები, იაფი ფული,  სხვადასხვა სახის დახმარებები. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე. აქ იგულისხმება კანონის უზენაესობა, ინსტიტუტების გაძლიერება.  რეგიონში ეს ადგილი უნდა იყოს მიმზიდველი როგორც ინვესტორისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა და კონფერენციებისთვის, პროფესიული თუ საერთაშორისო ფორუმებისთვის. ამისთვის ერთი მხრივ, ინსტიტუციები უნდა იყოს ძლიერი, მეორე მხრივ,  ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და მდგრადი, არ უნდა იყოს მოწყვლადი პოლიტიკურ კონიუნქტურისა და ზეწოლის მიმართ. ზოგ შემთხვევაში, მწვავე კრიტიკის  მიუხედავად, არ უნდა გადავუხვიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენ თუ ამას შევინარჩუნებთ, რასაკვირველია,  საშუალო და გრძელ ვადაში შედეგი არ დააყოვნებს", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics