08:25 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 23:15:35, 1989 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარი შურისძიება, არავითარი რევოლუცია

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარი შურისძიება, არავითარი რევოლუცია, არჩევნებს მოვიგებთ ყველა სისტემით - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგება გარდაუვალია და არანაირი რევოლუცია არ მოხდება. ვაშაძემ პირობა დადო, რომ არანაირ შურისძიებას ადგილი არ ექნება.
“გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებს მოვიგებთ ყველა სისტემით - 2018 წელი იყო უვერტიურა, ახლა იქნება პირველი აქტი, ხოლო მეორე და მესამე აქტი იქნება საქართველოს ყველა ოჯახში კეთილდღეობის მატება. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარი შურისძიება, არავითარი რევოლუცია, არავითარი არეულობა. რევოლუცია სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აგებს, დღევანდელი თვალსაზრისით ხელისუფლებამ უნდა მოგვიწყოს რევოლუცია, რათ გვინდა ჩვენ რევოლუცია - ვიგებთ არჩევნებს
” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics