|
2020-02-24 14:21:36, 1141 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობა, უწყების მიერ განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ქართულმა მხარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის. აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო გეგმების განხორციელებაში. მხარეები ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)