|
2020-02-20 16:54:20, 2690 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ,,ბათუმში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით მასშტაბური პროექტები ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტი, რომელიც მოიცავს სანიაღვრე არხებს, სატუმბ სადგურს და ზღვაში ჩამშვებ მილებს 2020 წელს დასრულდება და მისი ღირებულება 13 მლნ ევროა. ამ ეტაპზე, სატუმბი სადგურის კედლებზე, სვეტებსა და გადახურვის კონსტრუქციაზე ბეტონის დასხმის სამუშაოები ხორციელდება. სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)