03:51 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 11:45:42, 1119 ნახვა

საზოგადოება
„ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია“ - პარლამენტის შენობასთან შეხლა-შემოხლაა

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან  სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა.

„ბიძინას ბოსტანია თუ ზოოპარკია, განმარტეთ მაინც რატომ არ გვიშვებთ“, - ასე მიმართეს სამოქალაქო აქტივისტებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტთან შეიკრიბნენ და ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებენ. აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვენ. როგორც თავად აღნიშნავენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, მაგრამ სამართალდამცავები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics