|
2020-02-14 12:53:54, 874 ნახვა
საზოგადოება
ტალინში ღონისძიება - „ქართული სამზარეული: ტრადიციები და ინოვაცია“ გაიმართა
ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესტონეთში კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „ქართული სამზარეულო: ტრადიცია და ინოვაცია" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების მხარდაჭერით, ტალინში გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიესალმა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი და ესაუბრა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)