03:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 12:43:29, 1157 ნახვა

კომენტარი
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას კონსენსუსისკენ მოვუწოდებ

„მოვუწოდებ ოპოზიციას კონსენსუსისკენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას სცენარი წინასწარ ჰქონდა შემუშავებული და ეძებდნენ მიზეზს, რადიკალური განცხადებების გასაკეთებლად.

„ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ ჩიხში მისულები, არ ჰქონდათ სურვილი, რომ შემდგარიყო კონსენსუსი და მიზეზს ეძებდნენ რადიკალური განცადებების გასკეთებლად. როგორც ჩანს, სცენარი წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული, უარი ეთქვათ მოლაპარაკებებზე. მათ კონსენსუსისკენ მოვუწოდებ. კონსენსუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, უპირველესად - საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმრთველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics