23:46 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 10:31:14, 803 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული ფორმატის  ვიდეოდიალოგი უკვე მეორედ გაიმართა, რომელშიც თბილისის ათივე გამგებელი მონაწილეობდა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვიდეოდიალოგი მომავალშიც გაიმართება და მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გაეცემა.

„საზოგადოებასთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენს შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გავცეთ. აღნიშნულ პროცესში ყველა ჩართულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფორმატში კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა და მოსახლეობამ ბევრი ინფორმაციის მიღება შეძლო. ჩვენ არ გავჩერდებით და მსგავს მიდგომას მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

აღნიშნული ტიპის ვიდეოდიალოგი, რომელშიც გამგებლების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, გასულ წელსაც გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics