|
2015-07-30 15:52:37, 794 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: თუ ტარიფის კორექტირება თბილისშიც მოხდება, სუბსიდირება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებზეც გავრცელდება
იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თბილისის აბონენტებისთვისაც იქნება მიღებული, სუბსიდირება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებზეც ანალოგიურად გავრცელდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა წლის ბოლომდე 6 მილიონ ლარს დახარჯავს. "დღეს მთავრობს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, ეს ეხება "ენერგო-პროს" აბონენტებს, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის მოხდება სუბსიდირება, ანუ ეს ადამიანები ვერ იგრძნობენ იმ კორექტირებულ ტარიფს, ამას ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის აბონენტებისთვისაც, ეს გადაწყვეტილება ანალოგიურად გავრცელდება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანებზეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)