|
2020-02-08 16:54:25, 2352 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: დასკვნის მიხედვით გამოდის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები ეუთო-სა და ოდირი-სთვის მიუღებელია
„დასკვნაში, რომელიც ჩამოვიდა წერია, რომ ქვეყანამ ხელი არ ახლოს საერთოდ სერიოზულ საარჩევნო ცვლილებებს არჩევებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ ამას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები დღეს ეუთო-სა და ოდირი-სთვის მიუღებელია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეუთოს რეკომენდაციებზე მუშაობა ხელისუფლებას დაწყებული აქვს უკვე ერთი წელია. ოპოზიციაც იყო ამ პროცესის მონაწილე. „თავდაპირველი გეგმა იყო, რომ ცვლილება მოხდებოდა 2024 წელს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიმყოფებით თავდაპირველი გადაწყვეტილების სტატუს-კვოში. დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი, და მოსახლეობას და ჩვენს საზოგადოებას რეალურად აინტერესებს თუ რამდენად სტაბილური იქნება პოლიტიკური მმართველობა მომავალში, და ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქმედითი ინსტიტუტები, ჰყავდეს მთავრობა და ჰყავდეს პარლამენტი. ეს როგორ მოხერხდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში უკვე წერია. მათ გვითხრეს, რომ სამივე სისტემა, შერეულიც, პროპორციულიც, მაჟორიტარულიც არის ლეგიტიმური და სამივემ შეიძლება უზრუნველყოს პოლიტიკური მმართველობა. რაც შეეხება უახლოეს დასკვნას, რომელიც ჩამოვიდა, იქ შავით თეთრზე, ძალიან გარკვევით წერია, რომ რეკომენდაცია არის ქვეყანამ ხელი არ ახლოს საერთოდ სერიოზულ საარჩევნო ცვლილებებს არჩევებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ ჩვენ ამას დავეყრდნობით, საერთოდაც, ოპოზიციის მოთხოვნები დღეს უკვე, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი რამდენიმე თვე, გამოდის, რომ ეუთოს და ოდირისთვის არის მიუღებელი",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)