00:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 13:40:21, 856 ნახვა

სამართალი
სიონის წყალსაცავზე 6 ერთეული 200-300 მეტრი სიგრძის ბადე აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, დეპარტამენტის აღმოსავლეთ -ცენტრალური სამმართველოს  თანამშრომლებისა და თბილისის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ განხორციელებული პატრულირების შედეგად, სიონის წყალსაცავზე გამოვლენილი სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

„კერძოდ, წყლის ზედაპირული დათვალიერებისას ნაპოვნი და ამოღებული იქნა 6 ერთეული 200-300 მეტრი სიგრძის ბადე. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს მოქალაქეები, რომლებიც 100 მეტრის სიგრძის ბადით თევზაობდნენ. ამოღებული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზიც.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს““, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics