02:12 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 10:50:46, 1174 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეფორმების გატარები თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა გასულ კვირაში ჩატარებულ  დონორთა კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები, რომლებიც დეტალურად იყო განხილული პარტნიორებთან ერთად, მათი მხრიდან მხარდაჭერილია.

„მოგეხსენებათ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით რეფორმების გატარების თვალსაზრისით და პროცესში. ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფერო და ღია მმართველობა. ეს ყველა ის მიმართულებაა, რომელიც იყო დეტალურად განხილული და მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ სფეროებში გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics