2015-07-30 09:50:25, 581 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების შესახებ პროექტს დაამტკიცებს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ" დადგენილების პროექტს დაამტკიცებენ.
"მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიაზე რეგიონებისთვის დაკორექტირდა სამომხმარებლო ტარიფი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი ფენისთვის ეს აგვერიდებინა და 70 000 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს დაეფარა სრულად ტარიფის ცვლილებით გამოწვეული სხვაობა. დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ საკითხს დავამტკიცებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა ამწუთებში მიმდინარეობს. მინისტრები 37 საკითხის ირგვლივ მსჯელობენ, მათ შორის, 3 საიდუმლოა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან