19:09 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 18:27:14, 1622 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: გრძელდება დაცული ტერიტორიების გაფართოება და საერთაშორისო აღიარებების მოპოვება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, მნიშვნელოვნად ფართოვდება დაცული ტერიტორიები, ინერგება კვლევის და აღდგენის მეთოდოლოგიები, ასევე მიმდინარეობს საერთაშორისო აღიარებების მოპოვება. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 70 144 ჰა-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელს დაგეგმილია დაცული ტერიტორიების, მინიმუმ, 100 000 ჰა-ით გაფართოება. გაფართოების პროცესი ხელს შეუწყობს  საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2019 წელი.  საქართველოს ისტორიაში პირველად,  ოთხი დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2019 წელს,  UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს. ამ ტერიტორიების უნიკალურობის მსოფლიო მასშტაბით აღიარება, ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდას და, შესაბამისად, ეკოტურიზმის განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics