|
2020-01-30 17:29:13, 2488 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება
ქობულეთში განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას. მიმდინარეობს 2 კმ სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა. ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა თბილისის, მეგობრობის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2019 წელს დაიწყო. შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები. საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და ფილები. აგრეთვე დასრულდა გელაურის უბნის კეთილმოწყობა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველად განხორციელდა. დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ და ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სანაპირო ზოლში მიმდინარე ზღვისპირა პარკის და სკვერის სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარეობს ზღვისპირა პარკის მოწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 850 მეტრიანი მონაკვეთი. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებულია იქნება შშმ პირებისათვის.ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას. მიმდინარეობს 2 კმ სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 850 მეტრიანი მონაკვეთი. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებულია იქნება შშმ პირებისათვის. ქობულეთის მუნიციპალტეტში 2019 წელს მოეწყო 4 სკვერი , აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სტადიონს.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)