|
2015-07-29 15:01:30, 642 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი ეროვნულ ბანკზე: ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის შემდეგ, ვეტოს გამოყენების მიზეზს ვერ ვხედავ
„ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების მიზეზს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ამის გამოყენების მიზეზს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გახდეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, მაგრამ ძირითად ნაწილში, წარმოდგენილი რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა. ამიტომ, მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ სიტუაციაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლება-მოსილებაა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)