|
2020-01-29 16:31:06, 2002 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ყოველდღიურად, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები
„ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერა. „ჩვენ ყველას კარგად გვესმის, კიდევ ბევრი სამუშაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ საკმაოდ პრაგმატულად ვუდგებით საქმეს და ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ სანამ ევროკავშირში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენ შეიძლება წლები დაგვჭირდეს რეფორმებისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და შედეგები ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რეფორმების და რაც მთავარია, ამ რეფორმების პროცესში ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები იყვნენ ჩვენს გვერდით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)