14:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 11:10:09, 1038 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობას დროებით ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღებაა მოუწევს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, სიმშვიდისათვის ასე აჯობებს.

„პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყევტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics