17:12 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 15:15:39, 1509 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების მიმართულებით GITA-სა და ისრაელის საელჩოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ისრაელის ელჩმა რან გიდორმა  გამართულ შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ისრაელის ელჩი პოზიტიურად აფასებს და მათი მხრიდან ჩართულობა გაიზრდება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემაში, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებასა და ისრაელიდან მაღალკვალიფიციური ექსპერტების სისტემატიურად ჩამოყვანას.

ასევე, ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოიყოფა სპეციალური კვოტა სააგენტოს მხრიდან შერჩეული სტარტაპების გადამზადებისთვის MASHAV-ის ცენტრში თელავივში, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით გაიარონ სამკვირიანი ტრენინგები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ MASHAV - ის ცენტრი საქართველოს დირექტორი გიორგი ჟღენტი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics