|
2015-07-28 19:51:18, 826 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის ნავსადგურში თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტის საწვრთნელი გემი შემოვიდა
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტის საწვრთნელი გემი „პირი რეისი“ შემოვიდა, რომელმაც ბათუმში 200–მდე სტუდენტი ჩამოიყვანა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, თურქი სტუდენტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად პრაქტიკულ წვრთნებს გაივლიან. საწვრთნელი გემი ბათუმის ნავსადგურში ორი დღის განმავლობაში გაჩერდება. 29 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სტუმრები გაეცნობიან ორი ქვეყნის უნივერსიტეტის ძირითად და დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურებს, დაათვალიერებენ აკადემიაში მოქმედ ლაბორატორიებს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და შესაბამის სიმულატორებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ და თურქეთის საზღვაო უნივერსიტეტმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ორი ქვეყნის საზღვაო უნივერსიტეტს შორის დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც სამომავლოდ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი შესაბამისი სტრუქტურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ქართველი მეზღვაურების განათლების შესაბამისობას აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ადგილობრივი სპეციალისტების პროფესიული იმიჯის ამაღლებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)