|
2020-01-25 12:37:31, 2586 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია კონგრესმენების მორიგ კრიტიკაზე - უაღრესად შეწუხებულები არიან იმის გამო, თუ საით მიჰყავს ივანიშვილის გუნდს ქვეყანა
„ყველა ეს კონგრესმენი უაღრესად შეწუხებულია იმით, თუ რა ხდება საქართველოში, საით მიჰყავს ქვეყანა ივანიშვილსა და მის გუნდს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ მორიგ წერილს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ დღევანდელი ძალადობისა და რეპრესიების კურსი გაგრძელდება, კონგრესმენების კრიტიკა უფრო გაღრმავდება. „ყველა ეს კონგრესმენი არის უაღრესად შეწუხებული მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესების გამო ,იმის გამო თუ რა ხდება საქართველოში და კერძოდ ივანიშვილს და მის გუნდს საით მიჰყავს ქვეყანა. ამან შეიძლება დააზარალოს საქართველოს ინტერესები და მათ აზრით, ამერიკის ინტერესებიც .ეს ტალღა ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას და თუ ის გააგრძელებს ძალადობისა და რეპრესიების დღევანდელ კურსს და არ წავა იმ ნაბიჯზე, რომ უკან წაიღოს შეურაცხყოფა და ქართველ ხალხს მისცეს ის, რაც გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისცხლის შემდეგ დაპირდა,მაშინ ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა, გაღრმავდება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ამჯერად კრიტიკული წერილი გიორგი გახარიას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გამოუგზავნა. წერილი, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული, ბაბინმა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყა. როგორც ბაბინი წერს, აღნიშნული წერილი გახარიას „მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების“ წევრებმა საქართველოში გადავადებული რეფორმებისა და ამერიკის ინვესტიციების მიმართ გაუარესებული სიტუაციების გამო მისწერეს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)