14:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 15:22:50, 1758 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - მოვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა

დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც მიაყენეს მას ფიზიკური დაზიანებები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში სრული განუკითხაობა და კორუფციაა, საკრებულოს შენობაში ფიზიკურად უსწორდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისელებს უნდა წარმოადგენდნენ.

„განუკითხაობა ქვეყანაში გრძელდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თბილისის საკრებულოს წევრს, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ფიზიკურა გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს . ლევანს აქვს მიყენებული ძალიან მძიმე დაზიანებები.მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის კრიმინალი და მაშინ როდესაც ქვეყანაში მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს აკავებენ და შემდეგ მათ პოლიცია უხდის ბოდიშს,მაშინ, როდესაც განუკითხაობაა და კორუფციააამ შენობაში უსწორდებიან იმ ადამიანებს ,რომლებიც თბილისელებს უნდა წარმოადგენდნენ.მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ლევან ხაბეიშვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, დადგინდეს მისი დაზიანების სერიოზულობა,აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაისაჯოს დამნაშავეები,რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები ლევან ხაბეიშვილს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics