|
2020-01-22 18:09:40, 1342 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ჩვენთვის მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება
„ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, მაგრამ მთავარი, ცხადია არის ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და მხარდაჭერა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა,რითიც კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით,ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ახლო,როგორიც დღეს და ეს თანამშრომლობა კონკრეტული გადაწყვეტილებებით დადასტურდა. "აშშ ჩვენი მთავარი პარტნიორია. მე გავიმეორებ ელიზაბეთ რუდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. ეს თანამშრომლობა კონკრეტული გადაწყვეტილებებითაა დადასტურებული. თუნდაც რომ გავიხსენოთ დეკემბერში აშშ-ის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც ღირსეული პარტნიორი. რაც შეეხება ცალკეული კონგრესმენებს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება მათი პოზიციები განსხვავებული იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, მაგრამ მთავარი, ცხადია არის ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან გააჩნია,"- განაცხადა იონათამიშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)