15:22 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 15:24:22, 1154 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვოლკან კოსკუნის შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურის გამოცდილების გაზიარება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მომზადება და საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფეროს მაღალ ფენებში მტვრის გადმოტანის შესაძლებლობის პროგნოზირება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახური ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში.

მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, გასულ წელს გამართულ მსოფლიო მეტეოროლოგიურ კონგრესზე, თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურისთვის მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთის მეტეოროლოგიურ ცენტრებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის რამდენიმე სპეციალისტმა უკვე აიმაღლა კვალიფიკაცია; გარდა ამისა, თურქეთის მეტეოსამსახურის სპეციალისტების მიერ, საქართველოში სინოპტიკური პროდუქციის ვიზუალიზაციის თანამედროვე თურქული სისტემა დაინერგა.

შეხვედრას თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, მუსტაფა კელიკი, მეტეოროლოგიური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, მურატ ალტიიოლარი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ანდრო ასლანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics