|
2020-01-22 13:22:57, 1305 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - მთავარი ბოროტება ქვეყანაში, არის ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს შეხმატკბილებული არსებობა
„მთავრი ბოროტება, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, არის ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს უნისონში მოქმედება და შეხმატკბილებული არსებობა“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გუშინ, კომიტეტის სხდომაზე ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის შესახებ იუტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის მოხსენებას. სამადაშვილის თქმით, თეა წულუკიანი კბილებით იცავს კრიმინალური სამყაროს ინტერესებს, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სწორედ მათ მხარდაჭერაზე დგას. „მთავრი ბოროტება, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ,ეს არის ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს უნისონში მოქმედება და შეხმატკბილებული არსებობა. კრიმინალური სამყარო მართავს ისევ ქვეყანაში ციხეებს და, რა თქმა უნდა, თეა წულუკიანი კბილებით იცავს მათ ინტერესებს იმიტომ,რომ კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერაზე დგას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. მოახლოებულ არჩევნებში ,რა თქმა უნდა ,მნიშვნელოვანი იქნება მათი მხარდაჭერა“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)