|
2020-01-22 11:53:41, 1072 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: მხოლოდ ერთი წუთი დაეთმო ჩვენს წარმომადგენელს ევროპარლამენტარების კითხვაზე ინფორმაციის მისაწოდებლად
„სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, დაეთმო საქართველოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან დაისვა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტზე დებატების ძირითადი მიზანი ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა იყო. „დებატების ძირითად მიზანი გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა ევროპარლამენტარებისთვის. მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრივია, იყო იქ რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა. მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა საგარეო კომიტეტში ქართული დელეგაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მოხსენების შემდეგ, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით შეკითხვები დასვეს და მწვავე შეფასებები გააკეთეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და პოლიტიკოსების დევნას.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)