22:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 14:47:36, 1435 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ოპოზიციის გეგმაა მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ივანიშვილი და მისი „კლოუნები“

"ოპოზიციის გეგმაა მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, ივანიშვილის რეჟიმი და მთელი მისი „კლოუნები“ ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, 100/50-ზე ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა. 

"100/50-ზე ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, დღევანდელი ხელისუფლების გამოცდილებით, წარსული გამოცდილებით, მომავალი საფრთხის განცდით, უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც შეამცირებს შანსს, რომ მეოთხედი მხარდაჭერით, ან მესმედზე ნაკლებით, ვინმეს ჰქონდეს უმრავლესობა, ან საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს 4-ში 2 კაცის მხარდაჭერით. უარი უკვე ითქვა ამ შემოთავაზებაზე. ოპოზიციის გეგმაა მწვავე პროტესტის გაგრძელება და ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, იმიტომ, რომ უკვე მორყეულია ივანიშვილის რეჟიმი და მთელი მისი „კლოუნები“ მორყეულები არიან, მაგრამ თუ ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics