|
2020-01-17 16:24:58, 2397 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ სახე ბასიაშვილი რომ შემოვა პარლამენტში, ვკითხავთ, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, ბადრი ბასიაშვილი რომ შემოვა პარლამენტში, მერე ვკითხავთ მას, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ბადრი ბასიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა ფორმალურია. „საქმე როდესაც ეხება, უნდა დაუჭიროს თუ რა რომელიმე მოქალაქემ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“, მან უნდა იცოდეს, რომ ის აძლევს ხმას ბადრი ბასიაშვილს, ნიკა მელიას და ა.შ. ეს არის ამომრჩევლის პასუხისმგებლობა, რომლის რევიზია საქართველოს პარლამენტსა და მის წევრებს არ გვევალება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე ბადრი ბასიაშვილი რომ შემოვა პარლამენტში, მერე ვკითხავთ მას, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები და მერე ლურჯმა კამარამ რა ემოციები გამოიწვია მასში და ა.შ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)