|
2020-01-17 13:51:48, 2035 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: NDI-ის კვლევის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების გაწყობებს
„სამწუხაროა, რომ „ენდიაის“ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, რადგან ოპოზიციის ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს მასზე, ნაწილი სხდომების ჩასაშლელად ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში და არ მონაწილეობს სხდომებში, შესაბამისად ხალხის დამოკიდებულება არ არის გასაკვირი. „სამწუხაროა, რომ ამ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს. რაც შეეხება ინსტიტუტებთან დაკავშირებულ რეიტინგებს, კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით, რომ გიპასუხოთ. ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და საკანონმდებლო პროცესს ემიჯნება, მესამე ნაწილი ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში სხდომების ჩასაშლელად. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს სწორედ ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე იფიქრონ. იფიქრონ, რომ პარლამენტი მათ შორის ისინიც ხელფასს იღებენ იმაში, რომ საზოგადოებას ემსახურებოდნენ და მონაწილეობდნენ კანონშემოქმედებით და ზედამხედველობის პროცესში. მე არჩევნების შედეგებს ვენდობი და ვენდობი მათ მოქალაქეებს, მათ არჩევანს და ჩვენი მხარდამჭერების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)