20:45 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 10:08:35, 5538 ნახვა

რეგიონი
გრიგოლიშში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ საკანკიოს უბანში 12 გრძ/მ საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტით მოსარგებლეები ასევე ქვეითად მოსიარულეები შეძლებენ ხიდზე კომფორტულ გადაადგილებას. საავტომობილო ხიდით 38 – მდე ოჯახი ისარგებლებს.

მუნიციპალიტეტის გამგეობლის წარმომადგენლის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგიტა კანკიას განმარტებით, საკანკიოს უბანში საავტომობილო ხიდის პრობლემა წლებია არსებობს და ამ პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა. ახლა კი ეს პრობლემა თითქმის მოგვარებულია.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 37 940 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics