|
2020-01-11 16:10:46, 3321 ნახვა
რეგიონი
რაულ ხაჯიმბა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის და სასამართლო შენობის ალყის პირობებში, რაც ობიექტურად ვერ ჩაითვლება. „გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის და სასამართლო შენობის ალყის პირობებში. მსგავსი ზეწოლის პირობებში საუბარი იმაზე, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნა მიღებული შეუძლებელია. გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ორი დღის მანძილზე ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“ დააკმაყოფილა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)