|
2015-01-25 17:48:43, 1381 ნახვა
სამართალი
ემზარ კვიციანი შესაძლოა, 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი, შესაძლოა, 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს. როგორც "ექსპრესნიუსს" კვციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სასჯელის ნაწილში საპროცესო შეთანხმება შედგა. მისივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის მიერ დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ემზარ კვიციანი გათავისუფლდება. "ჩვენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში ვთანხმდებით, ბრალს არ ვაღიარებთ",-დასძინა ალექსანდრე კობაიძემ. პროცესი 28 იანვარს 15: 30 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, ემზარ კვიციანი 2006 წლიდან, სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნებოდა. მას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 2014 წლის 28 თებერვალს კი, საქართველოში თავად ჩამოვიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. კვიციანს 17 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღსანიშნავია, რომ კვიციანს თავდებში 35 დეპუტატი და გენერლები დაუდგნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)