21:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 18:56:15, 2432 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი: გაქცევას არ ვაპირებ

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გააგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„მე ვიმყოფები სოხუმში, სამუშაო ადგილზე, ადმინისტრაციის შენობაში“, - აცხადებს ხაჯიმბა.

მისივე თქმით, ამ წუთებში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მათ პრეზიდენტის ამინისტრაციის შენობის მთავარ შესასვლელში კარი და ფანჯარა შეანგრიეს.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართა. არაღიარებულმა რესპუბლიკის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო. ალხას კვიცინიამ 46.19%.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics