|
2020-01-09 12:03:57, 1858 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართვველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული სამინისტროს ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად 4 000 000 ლარი გამოიყო. სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში „სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: რუხი, რიყე და ხურჩა) დაზარალებული სტუდენტები. 2013 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების სტატისტიკა მზარდია. 2013 წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 7000-ზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა და 15 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში 2 250 ლარით აფინანსებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)